•  ფონდი ნატახტარი

  • ამზადებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის

  • განათლებისთვის

  • პროფესიისთვის 

  • ხელობისთვის

ადვოკატობის კამპანიის ფარგლებში გამართული შეხვედრა-დისკუსიები რეგიონებში დასრულდა

ფონდინატახტარითვითმმართველობებსზრუნვისსისტემიდანგასულიახალგაზრდებისმხარდაჭერაშითანამშრომლობასსთავაზობს

ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაციები და განხილვები საქართველოს 8 მსხვილ რეგიონში 9 ნომებრიდან დაიწყო და 18 ნოემბერს დასრულდა.  გორის, ახალციხის, თელავის, რუსთავის, ქუთაისის, ოზურგეთის, ბათუმისა და ზუგდიდის რეგიონებში განლაგებულ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში ადვოკატობის კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე „ფონდმა ნატახტარმა“  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, და მედიის წარმომადგენლებს ერთობლივად მომზადებული პროგრამა წარუდგინა.

შეხვედრაზე გაიმართა მსჯელობა სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის საკითხებზე. კერძოდ, მათი დახმარების მექანიზმებზე, მას შემდეგ რაც ბენეფიციარები ტოვებენ ზრუნვის სისტემას. შემუშავებული პროგრამა სთავაზობს ადგილობრივ  თვითმმართველობებს ახალგაზრდის მხარდაჭერას 18 წლის შემდეგაც. დახმარება გულისხმობს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას და/ან ტრანსპორტირებისა და კომუნალური ხარჯების დაფარვას. „ფონდი ნატახტარის“ ფსიქოლოგიური გუნდი თავის მხრივ იღებს ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობის პასუხისმგებლობას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ახალგაზრდა მინიმალური დროით და ეფექტურად გამოიყენებს სახელმწიფო რესურსს. ამ, თანამშრომლობით ფონდი იმედოვნებს, რომ ზრუნვის სისტემიდან გამოსული ახალგაზრდები გაძლიერდებიან და სახელმწიფოს სასარგებლოდ შეძლებენ საქმიანობას.

ადგილობრივ ითვითმმართველობების წარმომადგენლებმა ისაუბრეს თავიანთ რეგიონებში არსებულ პროგრამებზე. გაიმართა დისკუსია, თუ რომელ პროგრამაში და რა სახით შეიძლება ბენეფიციარების ჩართვა.

იქვე დაისახა „ფონდი ნატახტარის“ სამუშაო გეგმაც - ბენეფიციარების სტატისტიკის მოგროვება და შესაბამის მუნიციპალიტეტთან სიის წარდგენა.

სახელმწიფოდაფონდისრესურსებისგამოყენებითგაცილებითუკეთესიშედეგისმიღწევააშესაძლებელი. ადგილობრივთვითმმართველობებსშეუძლიათგამოყონრესურსებიბენეფიციარებისდასახმარებლად. საუბარია, 18 წლისშემდეგწარმოქმნილპრობლემებზე, როცამოზარდებსმცირესაოჯახოტიპისსახლისდატოვებისშემდეგარაქვთსაშუალებასაცხოვრებელიიქირაონ, სწავლადაიწყონდაასეშემდეგ", - განმარტავს კომპანია „ნატახტარის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ნინოსურმავა.

ბიზნესის, სამთავრობოდაარასამთავრობოსექტორთათანამშრომლობითშესაძლებელიანებისმიერირთულიპრობლემისმოგვარება, რადგანსამთავრობოსაქვსსაკუთარიბერკეტები, არასამთავრობოებსგამოცდილება, ბიზნესს - რესურსი. ამშემთხვევაშიშეიძლებადაიხარჯოსუფრომცირერესურსიდამივიღოთძალიანდიდიშედეგი - მიაჩნია მანანაომარაშვილს და ფიქრობს, რომსახელმწიფო ზრუნვიდან გასული ახალგაზრდების ადვოკატობის კამპანიის მიმართულებით პროექტების განხორციელებას და ამ პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გაზრდას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

 

,