•  ფონდი ნატახტარი

  • ამზადებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის

  • განათლებისთვის

  • პროფესიისთვის 

  • ხელობისთვის

„ფოდი ნატახტარის“ დახმარებით სამი მზრუნველობამოკებული მოზარდი სტუდენტი გახდა

„ფონდი ნატახტარის“ სამმა ბენეფიციარმა, კასპისა და თელავის მცირესაოჯახო ტიპის სახლებიდან, წარმატებით ჩაბარა საერთო ეროვული გამოცდები და სტუდენტი გახდა. მოზარდები ფონდის პროგრამების ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში ემზადებოდნენ გამოცდებისთვის და სამომავლოდაც ფონდი ფინანსურად დაეხმარება სტუდენტებს ვიდრე ისინი დამოუკიდებლად არ შეძლებენ ცხოვრების გაგრძელებას.

აღსაიშნავია, რომ 2013 წელს ფონდის ბენეფიციართა რიცხვი 144-მდე გაიზარდა და ფონდის პროგრამების ფარგლებში მოზარდებს საშუალება აქვთ დაეუფლონ მათთვის საინტერესო ხელობას, გაიარონ სტაჟირება ინტერესის სფეროების მიხედვით ან მოემზადნონ უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად.

ფონდის მიზანია მზრუნველობამოკლებული მოზარდების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის შემზადება. მისი მომსახურებით სარგებლობენ 15-დან 18 წლამდე მზრუნველობამოკლებული მოზარდები მთელი საქართველოს მასშტაბით. საინტერესოა, რომ თითოეული ბენეფიციარისთვის შემუშავებულია ინდივიდუალური მიდგომა და ფონდი ზრუნვას აგრძელებს მოზარდზე მას შემდეგაც რაც ის (მოზარდი) სრულწლოვანი გახდება.

 

,