•  ფონდი ნატახტარი

  • ამზადებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის

  • განათლებისთვის

  • პროფესიისთვის 

  • ხელობისთვის

კომპანია „ნატახტარი“ მომავალზე ზრუნავს

სამთვიანი აქცია „იზრუნე მომავალზე“ დაიწყო

კომპანია „ნატახტარი“ ყოველთვის საზოგადოებრივად აქტიური ბიზნეს ორგანიზაციაა, გამოიარჩევს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობითა და აცნობიერებს ქვეყნის, რეგიონისა და გლობალურ განვითარებაში ქველმოქმედების სასიცოცხლო მნიშვნელობას.

15 ნოემბრიდან კომპანია „ნატახტარმა“ დაიწყო ახალი პროექტი „იზრუნე მომავალზე“, რომელიც დაეხმარება მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს და მისცემს საშუალებას თავი დაიმკვიდრონ საზოგადოებაში. აქცია კომპანიის პირველი მასშტაბური პროექტია, რომელიც ბავშვების დახმარებისკენ იქნება მიმართული.

ფონდი პატრიარქის ლოცვა–კურთხევითა და არასამთავრობო ორგანიზაცია, ასოციაციაა „ჩემი სახლი-საქართველოს“ მხარდაჭერითა და დახმარებით შეიქმნა. აქცია 15 თებერვლამდე გაგრძელდება და „ნატახტარის ლიმონათის“ თითოეული გაყიდული ბოთლიდან თანხა ფონდში გადაირიცხება. თანხის რაოდენობა 1, 3 და 5 თეთრი იქნება და ბოთლის მოცულობის შესაბამისად 0.5 ლ. 1ლ და 2ლ.

თორნიკე ნიკოლაიშვილი:

- ჩვენი კომპანია უკვე წლებია მსგავს პროექტებზე ახორციელებს, თუმცა, ეს აქამდე მხოლოდ ერჯერადი აქციებით შემოიფარგლებოდა.  მივხვდით, რომ ეს ყველაფერი ძალიან ცოტაა და გადავწყვიტეთ უფრო მასშტაბური აქცია მოგვეწყო.

კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული, რომ ასეთი ბავშვებისთვის ყველაზე რთული პროცესი 18 წლის შემდეგ იწყება, როდესაც ისინი პირველ ნაბიჯებს დგამენ დამოუკიდებელ ცხოვრებაში.

კომპანიამ მიმართა უფრო კომპეტენტურ პიროვნებებს და ორგანიზაციებს, რის შემდეგ ფონდი შეიქმნა და მისი ინიციატორები „ნატახტართან“ ერთად საქართველოს საპატრიარქო და ასოციაცია „ჩემი სახლი-საქართველო“ გახდნენ.

პროექტი უკვე დაწყებულია და 15 ნოემბრიდან 15 თებერვლამდე გასტანს.

რაც შეეხება ჩვენს მოლოდინს: სადღეისო გათვლებით, გადარიცხული თანხა დაახლოებით 100.000 ლარი იქნება, მაგრამ კომპანია ოპტიმისტურად არის განწყობილი და გაცილებით მეტ დახმარებას ფიქრობს. ეს კი დამოკიდებული იქნება საზოგადოებაზე, რომელიც ასევე აქტიურად უნდა ჩაერთოს ამ პროექტში. ცხადია, რაც მეტი იქნება მათი აქტიურობა, მით მეტ დახმარებას შეძლებს კომპანია.

რაც შეეხება გამჭვირვალობას: აქციაში მონაწილე ბოთლები დამზადებული იქნება სპეციალური ლოგოთი, ხოლო შემოსულ და ფონდში გადარიცხულ თანხებს გააკონტროლებს ყველაზე ცნობილი აუდიტორული კომპანია Pricewaterhouse Cooper.

,