•  ფონდი ნატახტარი

  • ამზადებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის

  • განათლებისთვის

  • პროფესიისთვის 

  • ხელობისთვის

„ფონდი ნატახტარი“ თანხის შეგროვების მესამე ტალღას იწყებს

კომპანია „ნატახტარი“ აგრძელებს მზრუნველობამოკლებულ მოზარდებზე მიმართულ პროექტს „იზრუნე მომავალზე“, რომელიც ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“ მხარდაჭერითა და საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება.

როგორც ცნობილია, კომპანია „ნატახტარმა“ 2011 წლის ნოემბერში დააფუძნა „ფონდი ნატახტარი“ და დაიწყო პროექტის განხორციელება. 3 თვის განმავლობაში ნატახტარის ლიმონათის თითოეული გაყიდული ბოთლიდან ფონდში ირიცხება 1, 3 და 5 თეთრი.

ფონდის მიზანია საქართველოში არსებული ობოლ და მზრუნველობამოკლებულ აღსაზრდელებზე ზრუნვა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ხელშეწყობა, მოზარდებისთვის საჭირო სერვისების შეთავაზება და სახელმწიფო მომსახურების გასვლის შემდეგ გარკვეული სამუშაო უნარების მიცემა.

საქართველოში არსებული მცირე საოჯახო სახლებისა და დიდ ინსტუციებში არსებული ობოლი და მზრუნველობამოკლებული ბავშვების 224 აღსაზრდელზე განხორციელდა სპეციალური მომსახურება და დახმარება.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა მზრუნველობა მოკლებული მოზარდების ბაზა. ფსიქოლოგების მუშაობის შედეგად გამოიკვეთა 15-18 წლის 224 მოზარდი, რომლებზეც გადანაწილდა ფონდის თანხის უდიდესი ნაწილი. ფსიქოლოგების დახმატებით თითოეული მოზარდისთვის განისაზღვრა ის მიმართულებები, რომელიც მისთვის იყო საინტერესო.

თავდაპირველად, პროექტი 16-18 წლის მოზარდებზე იყო გათვლილი, 2013 წლიდან კი 15 წლის მოზარდებიც ჩაერთვნენ. ბავშვების რაოდენობასთან ერთად გაფართოვდა ფსიქოლოგების გუნდის შემადგენლობაც, რამაც პროექტის ხელმძღვანელებს მისცა იმის საშუალება, რომ ბენეფიციარებს ხარისხიანი მომსახურეობა მიეღოთ. სადღეისოდ, 224 მოზარდს საქართველოს მასშტაბით 10 ფსიქოლოგი ემსახურება.

სასტურმო „რედისონში“ კომპანია „ნატახტარის“ მარკეტინგის დირექტორი თორნიკე ნიკოლაიშვილი, ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“ დირექტორი ლელა მერაბიშვილი და ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი მანანა ომარაშვილი ჟურნალისტებს შეხვდნენ, სადაც პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში გააცვნეს. ამასთან, საზოგადოებას თანხის შეგროვების მესამე ეტაპის დაწყება ამცნეს.

თორნიკე ნიკოლაიშვილი:

25 ნოემბრიდან 25 თებერვლამდე იქყება „ფონდი ნატახტარის“ მესამე ეტაპი. სიახლე მხოლოდ ის არის, რომ მონაწილეობას უკვე ქილის ლიმონათიც მიიღებს. აქედან გამომდინარე, ველოდებით უპრეცენდეტოდ დიდი თანხის შემოსვლას. საცნობი ნიშანი იგივე რჩება _ თავსახურზე ამოტვიფრულია ფონდის ლოგო.

ამის გარდა, ფონდის პრინციპია გამჭვირვალობა და მისი საზოგადოებისთვის გაცნობა.

ლელა მერაბიშვილი:

წლევანდელი წელი რომ შევაფასოთ, უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში ჩვენ მართლაც მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ. სურათი უფრო თვალსაჩინო რომ იყოს, მხოლოდ რაოდენობრივ შედეგებზე შევჩერდებით. სხვადასხვა სასკოლო საგნებში მომზადება 34-მა აღსაზრდელმა გაიარა. კოლეჯებში პროფესიული უნარების დაუფლება კი 52-მა მოზარდმა შეძლო. მნიშვნელოვანი იყო სტაჟირების მიმართულებითაც გააქტიურება, რომელიც 6-მა აღსაზრდელმა გაიარა, ამასთან _ დასაქმების პერსპექტივით. სპორტულ სექციებში ჩართვა 5 ბავშვს დავუფინანსეთ, ხოლო მართვის მოწმობის აღება 8 აღსაზრდელს. 15 ბავშვისთვის პროფესიული უნარების განსამტკიცებლად შევიძინეთ სასწავლო წიგნები და სამუშაო იარაღები. ხოლო მოზარდები, რომლებიც გავიდნენ მცირე საოჯახო საქმიდან და არ გააჩნიათ თანადგომის ქსელი, პროექტის ფარგლებში იღებენ შემდეგ მომსახურებას: ბინის ქირა, კვება, ტრანსპორტირება, ხელობის შესწავლა. სადღეისოდ, ასეთი 6 მოზარდია.

2013 წლის საუნივერსიტეტო გამოცდები წარმატებით გაიარა 3-მა მოზარდმა და სტუდენტი გახდა. მათ სახელმწიფო უფინანსებს სწავლის გადასახადს, ხოლო სხვაობის შემთხვევაში ფონდი აფინანებს საფასურს. თანხას ამჟამად ერთ სტუდენტს ვუმატებთ.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა ხორციელდება მიზნობრივად და ეტაპობრივად. თითოეული აღსაზრდელის ინტერესი და ინიციატივა ჩვენი დასაყრდენი და ამოსავალი წერტილია. შემოსული თანხის 10 პროცენტი მიდის ადმინისტრაციულ სამსახურზე, დარჩენილი თანხა კი ფსიქოლოგიურ და მოზარდების მომსახურებაზე.

მანანა ომარაშვილი:

ფონდში თანხა შეზღუდულია და თუ რა მიმართულებით წავა, ამას საკოორდინაციო საბჭო განიხილავს. ძრითადი მიმართულებებია: პროფორიენტაცია, პროფკონსულტირება, პრევენცია, ინტერვენცია, საზოგადოებასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა და დროისა და ფინანსების განაწილების სწავლება.

თუ 2012 წელს დაიხურა 10 ქეისი, 2013 წელს მისმა რიცხვმა 26 შეადგინა. აქედან 15 დასაქმდა, ზოგი მიმღებ ოჯახში მივიდა, ზოგიც ბოილოგიურ მშობლებს დაუბრუნდა, რამდენიმე გათხოვდა.

გვაქვს 6 წარუმატებელი ქეისიც. აქედან 5-ის ბედი უცნობია, ერთზე კი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ფონდი ამ შემთხვევას აკვირდება და საჭიროების შემთხვევაში ჩავერთვებით.

წარმატებული კუთხით კი 13 მუშაობს, სტუდენტი კი 5 მოზარდია, რომელთაგან სამმა უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა. მათთვის კომპანია „ნატახტარი“ მხარდამჭერი ორგანიზაცია და დიდი იმედია.

 

,