• ფონდი ნატახტარი  

  • ამზადებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის

  • განათლებისთვის

  • პოროფესიისთვის

  • ხელობისთვის

ხათუნა ბაზერაშვილი

ხათუნა ბაზერაშვილმა დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი და ასპირანტურის სრული კურსი პედაგოგიური და ასაკობრივი ფსიქოლოგიის სპეციალობით.
მისი მდიდარი სამუშაო გამოცდილება ძირითადად უკავშირდება არასამთავრობო სექტორს, კერძოდ, ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა, Save the Children International, წამების მსხვერპლთა სამედიცინო და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი (ბავშვთა ფსიქოთერაპევტი), ბავშვი და გარემო (ოჯახის დახმარების ჯგუფის ფსიქოლოგი)...
2012 წლიდან, როგორც ფონდი „ნატახტარის“ და ასოციაცია „ჩვენი სახლი-საქართველოს“ ფსიქოლოგთა ჯგუფის წევრი, ხათუნა კოორდინაციას უწევს მოზარდების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების პროგრამას შიდა ქართლსა და რუსთავში არსებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში.
ხათუნას მუშაობას გამოარჩევს დაწყებული საქმის უკიდურესად ბოლომდე მიყოლა, საკუთარი ბენეფიციარების ცხოვრებისეულ სირთულეებზე მუდმივი ზრუნვა და იუმორის არაჩვეულებრივი გრძნობა.

ლელა ზარქუა

ლელა ზარქუამ განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო (სპეციალობა-ზოგადი ფსიქოლოგია).
ლელას უმდიდრესი სამუშაო გამოცდილება აქვს როგორც განათლების, ასევე განვითარების ფსიქოლოგიის მიმართულებით. ის მუშაობდა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის ღია ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში პედაგოგად; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრში ექსპერტად; სხვადასხვა საჯარო სკოლებსა და ბავშვთა სახლებში ფსიქოლოგად.
ის საქველმოქმედო ფონდ „ნატახტართან“ და ასოციაციასთან „ჩვენი სახლი-საქართველო“ თანამშრომლობს 2012 წლიდან. მოზარდები, რომელთა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებაზეც ზრუნავს ლელა, ცხოვრობენ ბათუმის, ოზურგეთის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის მცირე საოჯახო სახლებში.
ლელას მუშაობისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელია უსაზღვრო ენთუზიაზმი, რომელსაც ის ენერგიულად გადასდებს გარშემომყოფებს. შეიძლება ითქვას, რომ ლელამ მთელი დასავლეთ საქართველო აიყოლია მზრუნველობამოკლებული მოზარდების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების საქმეში და უამრავი ადამიანის ქველმოქმედების მოტივატორი გახდა.

შოთა ზურაბიშვილი

შოთა ზურაბიშვილი ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“ გუნდს ყველაზე გვიან შემოუერთდა. თუმცა მუშაობის პირველივე დღიდან არაჩვეულებრივი სტარტი აიღო და სასიამოვნოდ გააოცა გუნდის წევრები გამოვლენილი პროფესიონალიზმის მაღალი დონით.
შოთამ განათლება მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ფსიქოლოგია-ბაკალავრი, ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია-მაგისტრი).
მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ახალგაზრდაა, უკვე დააგროვა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის მდიდარი გამოცდილება. კერძოდ, ის თანამშრომლობდა და რიგ შემთხვევაში აგრძელებს თანამშრომლობას შემდეგ ორგანიზაციებთან: World Vision Georgia, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი, ადამიანური რესურსების განვითარების ფონდი, ასოციაცია „ნდობა“ (ფსიქოლოგი), საქართველოს იუსტიციის სამინისტრო-დანაშაულის პრევენციის ცენტრი (მედიატორი), კახეთის სამოქალაქო ლიგა (ექსპერტი/ტრენერი).
შოთა ფონდი „ნატახტარის“ ბენეფიციარებთან მუშაობს თელავში. მისი მუშაობისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელია მიზნის მისაღწევად მაქსიმალური რესურსების მოძიება და ჩართვა. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ ფონდის ბენეფიციარების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების სამუშაო პროცესში ჩართულები აღმოჩნდნენ შოთას მეგობრები, ოჯახის წევრები, ნათესავები და უბრალოდ ნაცნობებიც.

მაია კანაშვილი

მაია კანაშვილი ასოციაცია „ჩვენი სახლი-საქართველოს“ ფინანსური მენეჯრია. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. მუშაობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცენტრალიზებულ ბუღალტერიაში, თბილისის სუსტადმხედველ ბავშვთა სკოლა-ინტერნატში, „ილია ჭავჭავაძის ფონდში“ და თბილისის ბავშვთა სახლში ფინანსური მენეჯერის სპეციალობით.
მაიას სამუშაო პროცესში გამოარჩევს მუდმივად პოზიტური დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ, მაღალი პროფესიონალიზმი ფინანსებისა და რესურსების მართვაში და მშვიდი, გაწონასწორებული დამოკიდებულება, როგორც გარშემომყოფების მიმართ, ასევე საქმის წარმოებისას.

გვანცა მეტივიშვილი

გვანცა მეტივიშვილი თბილისის სემინარია-აკადემიასთან არსებული საღვთისმეტყველო ინსტიტუტის ფსიქოლოგია - რელიგიათმცოდნეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. გვანცა ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც სასწავლებლის დასრულების შემდეგ თავის რაიონს დაუბრუნდა და ფსიქოლოგად მუშაობა თავისივე ქალაქში, ხაშურში დაიწყო. ის მცირე საოჯახო სახლებში მცხოვრები მოზარდების დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებისთვის მომზადებას ემსახურება უკვე 3 წელია. მისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელია სიმშვიდის შენარჩუნება ნებისმიერ რთულ სიტუაციაში, ყოველი ბენეფიციარის საჭიროებების ობიექტური ასახვა და თითოეული მათგანის მომავალი საქმიანობის დაგეგმვაზე ზრუნვა.

თამარ მერაბიშვილი

თამარ მერაბიშვილმა დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. მისი სამუშაო გამოცდილება ძირითადად, განათლების ფსიქოლოგიას უკავშირდება. მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალში, ფსიქოლოგიის მასწავლებად.ის ზრუნავს დუშეთის, წილკნის და თბილისის მცირე საოჯახო სახლებში მცხოვრები მოზარდების დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადებაზე. თამარის მუშაობის ძირითადი სტილია საქმიანი ურთიერთობა მოზარდებთან, მათთვის მაგალითის მიცემა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დრო ცხოვრებაში და როგორ უნდა შეუთავსო ერთმანეთს უამრავი პასუხისმგებლობები რაც ადამიანებს ერთემანეთის მიმართ გაგვაჩნია.

ნათია მექვაბაური

ნათია მექვაბაურმა განათლება მიიღო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (ორგანიზაციული ფსიქოლოგია) და ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში (სოციალური სამუშაოს სამაგისტრო პროგრამა).
ნათია ბავშვზე ზრუნვის სფეროში მომუშავე იმ ექსპერტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელნიც ჩართული არიან რეფორმაში დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დაწყების პირველივე დღიდან. ამიტომ ყოველთვის აქვს პასუხი ყველა კითხვაზე, რაც აღნიშნულ სფეროს ეხება და ამით დიდ სამსახურს უწევს ფსიქოლოგთა გუნდს წარმატებული სამუშაოს შესრულებისთვის.
ის წლების განმავლობაში თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: ფონდი „Breth“ საქართველო (მცირე საოჯახო ტიპის სახლის მენეჯერი); ფსიქო-ნევროლოგიური დისპანსერი, ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმპ-თა სარეაბილიტაციო დღის ცენტრი (ფსიქოთერაპევტი); “Every Child”, „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“ და ევროკავშირის ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის ხელშეწყობის პროექტი (ტრენერი); „საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდი“ (ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხების სპეციალისტი)...
ნათია ფონდ „ნატახტართან“ და ასოციაცია „ჩვენი სახლი-საქართველოსთან“ თანამშრომლობს 2012 წლიდან. ის კოორდინაციას უწევს მზრუნველობამოკლებული მოზარდების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების პროგრამას თელავში.

ნინო მამულაშვილი

ნინო მამულაშვილმა დაამთავრა დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სამეცნიერო-სასწავლო ინსტიტუტის სამედიცინო ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. მას აქვს ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კერძოდ, World Vision Georgia, ბავშვი და გარემო, ჯანმრთელი ოჯახი, საქართველოს პორტიჯის ასოციაცია, თანამშრომლობის მდიდარი გამოცდილება.ნინო აგრეთვე მუშაობდა დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სამეცნიერო-სასწავლო ინსტიტუტში პედაგოგად, ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა პანსიონატში, აქვს აგრეთვე ბავშვებთან/ მოზარდებთან და ზრდასრულებთან (სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებთან) ტრენერად მუშაობის ფართო გამოცილება. ამჟამად მუშაობს თბილისის სხვადასხვა ბაგა–ბაღებში ინკლუზიური პროგრამების კოორდინატორად, სპეციალისტად, ტრენერად.

ნინო მამულაშვილი ასოციაცია „ჩვენი სახლი-საქართველოს“ და ფონდი „ნატახტარის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში კოორდინაციას უწევს  თბილისსა და ნორიოში არსებული მცირე საოჯახო სახლებში მცხოვრები მოზარდების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების პროგრამას.

მისთვის მუშაობის პროცესში დამახასიათებელია კრეატიული მიდგომა, ბენეფიციარების საჭიროებების მრავალმხრივ შესწავლა და განსაკუთრებული ზრუნვა. ძალიან მოსწონს არტთერაპიის და გეშტალტთერაპიის გამოყენება, ჯგუფური მუშაობის საინტერესოდ წარმართვა.

მანანა ომარაშვილი

მანანა ომარაშვილმა დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.
მისი სამუშაო გამოცდილება უკავშირდება სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს, ძირითადად განათლების ფსიქოლოგიის მიმართულებით. მან აქტიური მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა დროს განხორციელებულ რეფორმებში, რომლებშიც ჩართული იყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და სასჯელაღსრულების სამინისტროები. ის თანამშრომლობდა ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან (International School Psychology Association, Save the Children International, World Vision Georgia, USAID, UNICEF, ბავშვი და გარემო, CIDA…) ბავშვის მიმართ ძალადობის რეფერირების პროცედურების შემუშავების, დეინსტიტუციონალიზაციის, განათლების ფსიქოლოგიის, ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვებისათვის სერვისების განვითარების მიმართულებით.
მანანა ამჟამად ხელმძღვანელობს ასოციაცია „ჩვენი სახლი-საქართველოს“ ფსიქოლოგთა გუნდს და ფონდი „ნატახტარის“ საკოორდინაციო საბჭოს. 2011 წელს, მან შეიმუშავა მზრუნველობამოკლებული მოზარდების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების კონცეპცია, რის საფუძველზეც ხორციელდება პროექტი „იზრუნე მომავალზე“ უკვე მეოთხე წელია.
მისი მუშაობის მთავარი პრინციპია გუნდის წევრების ავტონომიურობის პატივისცემა, მაქსიმალური შედეგის მიღწევისთვის მოტივირება და შესრულებული სამუშაოს ხარისხის შეფასება არა სამსახურში გატარებული დროის მიხედვით, არამედ მიღწეული კონკრეტული შედეგებით.

სოფიო ტყებუჩავა

სოფიო ტყებუჩავამ დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. შემდეგ გააგრძელა სწავლა, ძირითადად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის საქართველოში ფსიქოლოგიური სერვისის დანერგვის მიმართულებით. კერძოდ, მისი ინტერესის საგანი გახდა მხედველობის დარღვევების, ყრუ და სმენადაქვეითებულ პირთა რეაბილიტაცია (პოლონეთი, პოზნანი), შსსმ ბავშვთა განათლების მართვა, ბავშვის განვითარება, განვითარების დარღვევები, კლასის მენეჯმენტი, ინტერვიუირება, კურიკულუმის ადაპტაცია, განათლების ინდივიდუალური გეგმის შედგენა (Save the Children, პირველი ნაბიჯი, USAID, ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტრო). სოფიომ მუშაობაც იმავე მიმართულებით გააგრძელა და დააგროვა მდიდარი გამოცდილება ტრენინგ-მოდულების შემუშავების (ევროპის აკადემიური ცენტრი), ბენეფიციართა შეფასების, მასწავლებლებისა და მშობლების კონსულტირების, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის გეგმების შემუშავებისა და განხორციელების მიმართულებით (დღის ცენტრი „თარისი“, საჯარო სკოლები, არასამთავრობო ორგანიზაციები).
სოფიო ფონდი „ნატახტარის“ ბენეფიციარებთან მუშაობს ქუთაისში. მან საკუთარი განსხვავებული გამოცდილებით გააძლიერა ასოციაცია „ჩვენი სახლი-საქართველოს“ ფსიქოლოგთა გუნდი და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდთა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების პროგრამების შედგენასა და განხორციელებაში.
სოფიოს მუშაობისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია საქმისადმი აკადემიური მიდგომა და მაღალი სტანდარტის დაცვა.

ნანა ფიფია

ნანა ფიფია დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის სამედიცინო ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია.კვალიფიკაცია: ფსიქოლოგი- ფსიქოთერაპევტი.კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი. 2002 წლიდან ის მოღვაწეობს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში შემდეგი მიმართულებით: ემოციური და ქცევითი სირთულები (ბავშებთან და მოზრდილებთან); პიროვნული და ოჯახური კონფლიქტები; ემოციური, ფიზიკური,ეკონომიური, სექსუალური ძალადობა (ინდივიდუალური, ჯგუფური და ოჯახური ფსიქო-კონსულტირება და ფსიქოთერაპია); კრიზისი და ტრავმული გამოცდილება (კრიზისული ფსიქოლოგია, ფსიქო-სოციაულური რეაბილიტაცია); პროფესიული ორიენტაცია (მოზარდებთან ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა) 2012 წლიდან, როგორც ასოციაცია „ჩვენი სახლი-საქართველოს“ და ფონდი „ნატახტარის“ ფსიქოლოგთა ჯგუფის წევრი, კოორდინაციას უწევს მოზარდების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების პროგრამას ქ. თბილისში და მცხეთა-მთიანეთში (სოფ. გალავანი) არსებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში. ნანას მუშაობის მთავარი პრინციპია ნებისმიერი დავალებისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომა, პუნქტუალურობა და მოწესრიგებული თანმიმდევრულობა თითოეული ბენეფიციარის დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების პროცესში.