•  ფონდი ნატახტარი

  • ამზადებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის

  • განათლებისთვის

  • პროფესიისთვის

  • ხელობისთვის

ფონდის სტრუქტურა:

struktura

ანგარიშვალდებულება:

ფსიქოლოგი ანგარიშვალდებულია ფსქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელთან (განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშგება ყოველი ვიზიტის შემდეგ) და ფინანსურ მენეჯერთან (მოთხოვნილი და გამოყენებული ფინანსების შესახებ ანგარიშგება თვეში ერთხელ ან საჭიროების შესაბამისად).

ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია საკოორდინაციო საბჭოსთან (შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშგება თვეში ერთხელ და ფსიქოლოგების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის შესახებ ფინანსურ მენეჯერის ინფორმირება).

საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა იმართება თვეში ერთხელ და ხმების უმრავლესობით მიიღება გადაწყვეტილება, არსებული ბიუჯეტის ფარგლებში რომელი ქეისია პრიორიტეტული, რომელმა ბენეფიციარმა რა სახის ფინანსური დახმარება უნდა მიიღოს.
საკოორდინაციო საბჭო ანგარიშვალდებულია ფონდის დირექტორთან.